ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
მეც ძალიან მინდა, ორი კლასიკური ფორვარდით ვითამაშოთ და ბუდუც და ჟორჟიც ერთად გვაყავდეს მოედანზე, მაგრამ მერე ჩნდება კითხვა, მაშინ სად მიგვყავს კვარა? კვარას თუ ნახევარდაცვაში წევ, სად მიგვყავს ჩაკვე?
მოკლედ, ხუთ მცველიან ტაქტიკაში (როგორც ბოლო დროს თამაშობს ჩვენი ნაკრები) ყველა ეს ფეხბურთელი ერთად არანაირად არ გამოდის. მაშინ ოთხ მცველზე უნდა გადავეწყოთ და იქაც ყველანაირ სქემაში ვერ ჩასვამ (მაგალითად 4-3-3-ში ერთი ცენტრფორვარდია).
ერთადერთი სქემა, რლმელიც ყველა ამ ფეხბურთლის ერთდროულად მოედანზე ყოფნას მოვარგე კალაძისდრონდელი “მილანის” სქემაა. ჟორჟი შევჩენკოს ადგილზე, ბუდუ – ინძაგის, კვარა კაკას ადგილზე, ჩაკვე – ზედორფის, ქოჩო – გატუზოს, კიტე – პირლოს.
მაგრამ უღალატებს კი სანიოლი ხუთ მცველიან ტაქტიკას? ამხანაგური თამაშების საშუალებაც კი არ გვაქვს, ახალი სქემები რომ დატესტო. პირდაპირ ომში ვერთვებით სექტემბრიდან.
კომენტარები