დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
“საოცარია პირდაპირ, უშიშროების კომიტეტზე კითხვის დასმის მაგივრად პროვოკატორმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, იმის მაგივრად რომ კითხვები მიეყარა, ამ დაუცველი ქვეყნის გამო, ამის ნაცვლად :”თაკო ჩარკვიანი რატო მლანძღავსო, სუსი ხარო მეუბნებაო და მე შენობაშიც არ ვარ ნამყოფიო” (ვციტირებ ხალხნო) რაზეც ცხადია ვუპასუხე “შენობაში შესვლა რად გინდა იაგო? აგერ აქვე რას სჩადიხარ და შენი მოღალატეობრივი “მოღვაწეობა” საკმარისია შენობაში შეუსვლელად თქო»?
და კიდევ ვთქვი, რომ ყველა დამოუკიდებელ, ძლიერ არა რუსული მართვის ქვეყანაში, მაგალითად ამერიკაში ყველაზე დიდი და პატრიოტული საქმე და ინსტიტუცია არის სახელფწიფოს უსაფრთხოება და ხალხის დაცვა, ჩვენთან დაუცველია ხალხი – სახელმწიფო, ქვებს ესვრიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, დაუცველია ხალხი, საშიში პროცესია დაპირისპირების თავდასხმების ოპონენტზე, ყველაზე ცუდი- ბინძური მეთოდი, სამარცხვინო, ეს მოქალაქეების დაპირისპიებაა და თავდასხმები. შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და რუსეთზე მომუშავე ხელისუფლების დაცვა და უსაფრთხოება ნუ იქნებით თქო, 980 ათასი ადამიანია შემოსული ოკუპანტი ქვეყნიდან სამხედრო დამნაშავე პუტინის ქვეყნიდან და როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის დაცვა 280 რეისი რომ ხორციელდება იმ ქვეყანაში???
ვისაუბრე თამარ ბაჩალიაშვილის სამხილების, მოწმის მიერ დაკავების შემდეგ, რამდენიმე დღეში ღია ეთერში ჩვენების უარყოფაზე, სამხარაულის ექსპერტიზის მიერ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას სხეულიდან აღებული სამხილების “დაობება -გაქრობაზე”.
5 ივლისის გამო ვისაუბრე, როცა კორიდორს უკეთებდა ხელისუფლება დავდამსხმელებს .
და ბოლოს -საკუთარი თავები თქვენ უნდა დაიცვათ, გადაირჩინოთ და როგორც დასავლეთის ძლიერ ქვეყნებშია უნდა იყოთ ქვეყნის სახელმწიფოს ხალხის უსაფრთხოება – უშიშროება და არა რუსეთის მართვის სტილით ხელისუფლების – უმრავლესობის მსახური უსაფრთხოება. (რასაც ხვიჩიას რეპლიკა მოჰყვა ანუ “ესენი პატრიოტები არიანო”?)
მოკლედ, ბოლომდე შეეცადა შეესრულებია იაგო ხვიჩიას დავალება, მაგრამ ჩემთან არ გამოსდის ამ აფხაზეთის, “წამრთმევისთვის გადამბარებელს” დამკანონებელს, უკვე მიუჩინა ხალხმა ადგილი, ჯერ რა ჰქონდა და დაასრულა “მინიპოლიტკარიერა” ფსკერზე.
პირდაპირ სუსთან მიჩივლა ხვიჩიამ კომიტეტზე, ვახ, ასეთი არაფერი მინახავს, აი 37 წელი რომ ყოფილიყო წარმომიდგენია, აი, ამის მაგვარები იყვნენ დამბეზღებელი “იაგოები”
“მოადგილე რომ გააგზავნა პარლამენტში, ეს უმრავლესობის პოლიტიკური უთავმოყვარეობაა” – ჯიბღაშვილი
კომენტარები