უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ნადიმ ხმალაძე:
გასაგებია უკვე და არც მალავს ოცნება რომ რუსეთთან ურთიერთობის და რუსეთში დაბრუნების ოცნება კი არა და შეასრულეს თავიანთი ოცნება. საქართველო უკვე რუსეთშია. ბრავო ოცნებას. მეგონა ოცნებები არ სრულდებოდა.
ახლა ოპოზიციის ამბავი მაინტერესებს, თქვენც აგიხდათ ოცნება თუ რა ხდებააა? ან თუ ასე არ არის რას აკეთებთ იმისათვის რომ რუსულ ოცნებას ხელი შეუშალოთ ბოლომდე ახდენისათვიის? ვეჭვობ ყველას გაწყობთ ეს მდგომარეობა და სულ გკიდიათ სად ვიქნებით, მთავარია პირადი კომფორტი გქონდეთ. და კითხვას ვსვამ. ანწუხელიძის ადგილას რომ აღმოჩნდეს ნებისმიერი თქვენთაგანი, ღმერთმა დაგიფაროთ მაგრამ მაინც, ხართ რომელიმე იმის გამკეთებელი რაც მან გააკეთაა? გულწრფელად გეკითხებით. და თუ ხართ რომელიმე ამის გამკეთებელი მაშინ იქნებ დათმოთ კომფორტი, პირადი ცოტა ხნით და მერე გამარჯვებულ საქართველოში შებრუნდეთ ისევ უფრო მაგარ კომფორტში.
ან კიდე ერთ ამბავს გავიხსენებ. 17 მარტი იყო 2022 წლის, ეს ის დღეა როცა პირველი 2 ქართველი გმირი დაეცა ბრძოლის ველზე. რუსული ტანკების წინ აღმოვჩნდით. რპგ აღარ ქონდათ ბიჭებს, ჩასაფრებაში ვიყავით. ვაჟა ცეცაძეს ფეხმა უმტყუნა და რპგ ვეღარ მიაწოდა ბიჭებს, მოკლედ წაიქცა. ღია ცეცხლის ქვეშ იყო. ყვიროდა გამომართვით ვინმემ რპგ და ბიჭებს მიუტანეთო. მივვარდი მე და ვტაცე ხელი მომეცი მე მივიტან მეთქი. კიდევ ვამბობ ღია ცეცხლის ქვეშ ვიყავით და რუსების სამიზნე. ცეცემ რომ დამინახა მე ვიყავი მოხვია ხელი რპგ ს და არ მაძლევდა ვიჭიდავეთ რამდენიმე წამი. შემდეგ ბოლო ძალა მოიკრიბა ადგა და პირდაპირ ტანკების სამიზნეში იმ ნატკენი ფეხით შევარდა ბიჭებთან, მიაწოდა ნაღმტყორცნი და გაანადგურეს ტანკი. იცით ეს რატომ გააკეთა ცეცემ? მე გამიფრთხილდა. ოღონდ შენ არაო ყვიროდა. ეს ყველამ იცის. ხართ ვინმე ამის გამკეთებელიი? არაა ეს არ გააკეთოთ მაგრამ გამოდით კომფორტიდან, დაიოკეთ ამბიციები, გაანებეთ თავი პირველობას, დავუძვრეთ რუსებს საშინელი კლანჭებიდან და მერე ხალხმა გადაწყვიტოს ვინ იქნებით პირველი. გააკეთეთ ეს. დატოვეთ თქვენი სახელი ისტორიისთვის დადებითად. იცოდეთ არა მარტო ოცნება იქნება მოღალატედ შერაცხული არამედ თქვენც .!!! რათქმაუნდა ეს არ ეხება ყველა ოპოზიციონერს ვინც გულწრფელია. არ ეხება იმ გენერლებს ვინც 2008 ქონდათ თავი გადადებული და ყველა გულწრფელ მებრძოლს. #გაერთიანდიიით!!!
კომენტარები