ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი“, გიორგი ყუფარაძე.
– გიორგი, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მაინც გაიტანა და მესამე მოსმენით მიიღო კანონი. დარჩა პრეზიდენტის ვეტო და მისი დაძლევა, მერე კანონი ძალაში შევა, რაც დროის საკითხია. რას იტყვით, რაიმე გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციიდან, რომ ეს კანონი ამ ამოქმედდეს? დავუშვათ, პრეზიდენტის ვეტო არ დასძლიოს საპარლამენტო უმრავლესობამ? საამისო ბერკეტები არსებობს?
– სიმართლე გითხრათ, მეც ასეთ რაღაცაზე ვფიქრობ,რომ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადოს კანონპროექტს, პარლამენტს არ დაუსაბუთოს ვეტოს მიზეზები და „ქართულმა ოცნებამ“ ვეტო აღარ დაძლიოს. ამას თვითომ ხელისუფლება უნდა მიხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყანა თავზე დაგვემხობა. 90–იანი წლები მონაგონი იქნება, ისეთ დღეში ჩავარდება ქვეყანა. აგერ, სანქციები და საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტა დაანონსა აქ მყოფმა,ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშენწემ ჯიმ ობრაიენმა და ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების ინდექსი დაეცა და მილიონები იზარალეს. ამ ხელისუფლებას ვერ წარმოუდგენია,რამხელა უბედურებაში აგდებენ ხალხს. ეს დასაწყისია და წარმოიდგინეთ, ეს მუქარა როცა ასრულდება, რა მოხდება. წარმოიდგონეთ, ამერიკის კვალდაკვალ ევროკავშირიც რომ დაასანქცირებს ჩვენს პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს, დახამარებებს შეგვიწყვეტს, მერე რა მოხდება. აქეთ ინვესტორი აღარ გამოიხედავს, ჩამოიშლება ეკონომიკა.
– ეს გასაგებია და ვეტოს არდაძლევის რა საშულებები არსებობს?
–საგარეო წეზოლა ხელისუფლებაზე სახეზეა და ეს უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს მოკლე ხანში. თუმც, მთავარი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ხალხმა და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ უკან დაიხიოს. ვინმე ცუდად გაიგებს, მაგრამ მაინც ვიტყვი.უკვე სამი კვირაა, ამხელა აქციები მიდის თბილისში და რეგიონებში. თბილისში რამდენიმე აქციაზე იმდენი ხალხი იყო, მაგდენი აქ არ მინახავს. დავდივარ აქციებზე და ჩემი თვალით ვხედავ ყველაფერს. ორგანიზებულობა აკლია, გეგმა აკლია, რა და როდის გააკეთონ. ამხელა შემართება და თავდადება ამ ახალგაზრდობისა, წყალში არ უნდა გადაიყაროს. პირველ რიგში, აქციას სჭირდება ორგანიზებულობა, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ, სად, რა და როდის უნდა გააკეთოს. არ შეიძლება მუდმივად სპეცრაზმელები იმარჯვებდნენ, არ შეიძლება მუდმივად ახალგაზრდები გარბოდნენ. იქითაც ჩვეულებრივი ადამიანები არიან –პოლიციელებიც და სპეცრაზმელებიც. დგას ხალხი, ქუჩას კეტავს და ეს არის მთელი მათი დანაშაული, შენობების პიკეტირებასაც არ აპირებენ. უცებ, გაუფრთხილებლად უშვებენ მხუთავ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლს, „დუბუნკებით“ სცემენ, იტაცებენ ხალხს აქციიდან და უმოწყალოდ სცემენ, ზოგს სასიკვდილოდ იმეტებენ. დავით ქაცარავა, ლევან ხაბეიშვილი სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები პოლიციელთა მხრიდან, რადგან თავში გამეტებით ურტყეს. თავში ტყვინი რომ არის მოთავსებული, ზოგიერთმა პოლიციელმა ეგეც არ იცის, სამწუხაროდ. ხომ შეიძლება ცემის დროს ტვინის სასიცოცხლო ნერვი დაუზიანდეს ადამიანს და მოკვდეს? ან დაინვალიდდეს? განა რა ხელფასად და პრემიად უნდა გიღირდეს ეს? ეგეთი გზით ნაშოვნი ფულით შვილებს პური როგორ უნდა აჭამო? ამ ახალგაზრდებმა წინააღდეგობის გაწევა უნდა ისაწვლონ. ვიცი, მაგათი სისტემა როგორ არის სწყობილი. კრიმპოლისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოხსნეს წინა რიგებიდან, ეგენი აღარ დგანან. წინ უყენიათ გდდ–ს ე.წ.შტურმავიკები“, ამუნიციის გარეშე, პოლიციის ფორმა აცვიათ. სპეცრაზმელბი დგანან მათ უკან.სპეცრაზმელები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, ცემა –ტყეპაზე ნაკლებად გადადიან, თუ ვინმემ ხელმძღვანელობის თავის მოსაწონებლად არ სცემა აქციის მონაწილე. ეს „შტურმავიკები“ სცემენ ხალხს. ამ გდდ–ს უფროსად ზვიად ხარაზიშვილი, „ხარება“ რომ მოიყვანეს, მოითხოვა, რომ 150 კაცს მოვიყვან ჩემსასო. შსს მინისტრმა გომელაურმა ნება დართო. სამმართველოს და განყოფილების უფროსები შეცვალა ამ თავისი ხალხით. ამ სპეცნაზელების უმეტესობა იცით, ვინ არიან? „ქართული ოცნების“ აქტივისტების, კოორდინატორების, საარჩევნო უბნის უფროსების შვილები, ნათესავები, რას ნიშნავს პოლიციური სამსახური, აზრზე რომ არ არიან, მარტო ძალა რომ ერჩით. ეგეთ ხალხს არც მიიღებენ, არც კრიმპოლში, არც საპატრულოში, არც შსს–ს სხვა დანაყოფებში,რადგან იქ კუნთები არ კმარა, უნდა აზროვნებდე. 2–3 კაცს რომ იპარავენ და სცემენ „შტურმავიკები“, ეს უნდა შეაჩერონ ახალგაზრდებმა. მერე შეტევაზეც უნდა გადავიდნენ, თუ დაინახეს, რომ უკანონოდ არბევენ. ვიცი, რომ პოლიციელზე თავდასხმა, მისი ცემა კანონით ისჯება, მაგრამ ჩემთვის რომ ვდგევარ, არაფერს ვაშავებ, ხუთჯერ რომ გადამაწნავ „დუბინკას“, მერე მეც გამოვიღებ ხელს.ახლა შენ დამალურჯო, თავი გამიტეხო და პლასტმასის ბოთლიც არ გინდა მოგხვდეს? ბოდიში, რა, ეგრე არსად არ ხდება. რა ვთქვა, სადისტები არიან, სპეციალურად შეკრიბეს და გაწვრთნეს ეგეთები. ყოფილი ძალოვანი ვარ და მაგრად მიჭირს ეგეთ თემებზე ლაპარაკი, მაგრამ ნამეტანი გავიდნენ თავს. ვინც თვალში არ მოუვათ, იტაცებენ და სცემენ. ზემოდან დაკვეთას მიიღებენ კონკრეტული აქტივისტის ცემის შესახებ და იმათაც იტაცებენ და სცემენ. ეგრე, დაკვეთით მოიტაცეს ქაცარავა, ხაბეიშვილი და ალეკო ელისაშვილი, რა დღეში ჩააგდეს სამივე, კი ნახავდით. რამდენჯერ გამოვიდა 100, 150, 200 ათასი კაცი და შედეგი რა არის? ათეულობით ნაცემი აქციის მონაწილე, უამრავი დაკავებული და ზოგს სისხლის სამართლის მუხლი მიუყენე და ადმინისტრაციულზე რამდენი დაიჭირეს და კიდევ რამდენ დაიჭერენ, ეს უკვე არ ვიცი, ბევრნი არიან და ჯერ კიდევ მიდის ყველაზე აქტიური ხალგაზრდების იდენტიფიცირება.
– ლიდერები არ ჰყავთ ახალგაზრდებს და ეს მაგის ბრალი ხომ არ არის?
– შესაძლოა, მაგის ბრალიც არის. 3–4 ლიდერი მაინც უნდა გამოკვეთილიყო აქამდე,რომლებიც ორგანიზებას გაუკეთებდნენ აქციებს, უფრო ეფექტურად იმოქმედებდნენ. ოღონდ, იმ ლიდერებზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული მთელი ეს მოძრობა. მათ დაიჭერენ, ადმინისტრაციული წესით, დავუშვათ 1 თვეს პატიმრობას მიუსჯიან. მერე, მყისიერად, ეს ლიდერები სხვებმა უნდა შეცვალონ, კიდევ სხვა 3–4 ლიდერი უნდა გამოჩნდეს და ასე უნდა იყოს ჯაჭვისებურად. ყველას ხომ ვერ დაიჭერენ? გამორიცხულია. ქოცები ერთ ამბავში არიან, პოლიციელებს სცემესო. კაი, კაცო! ქვეყნის საგარეო კურსის ამბავი წყდება, ჩემმა და თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა სად უნდა იცხოვრობ, ცივილიზებურად ევროკავშირში თუ დიქტატურაში და ქვეყანა რომ არ იქცევა, ეგ უნდა უკვირდეთ და არა რამდენიმე დაზიანებული პოლიციელი. საფეხბურთო მატჩების დაწყებამდე თუ მის მერე, უამრავ ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე ისეთი ცემა–ტყეპაა პოლიციასა და გულშემატკირებს შორის, რაც ჩვენთან ხდება, ეს გართობაა. არადა, სად ფეხბურთი და სად ჩვენი პრობლემა– საქართველო დამოუკიდებლობას დაკარგავს, რუსეთის მონები გავხდებით თუ ევროკავშირის წევრები და მომავალში ნორმალური სახელმწიფო გვექნება, ეს ირკვევა დღეს. რასაც ჩვენი მთავრობისა და პარლამენტის წევრები აკეთებენ, ნორმალურ ქვეყანაში გასაქცევად ექნებოდათ საქმე. იმედია, ჩვენი საზოგადოება და უფრო კონკრეტულად, ჩვენი ახლგაზრდები ამათაც რუსეთში გასაქცევად გაუხდიან საქმეს. მე ძალადობისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ უდანაშაულო ადამიანებზე როდესაც ძალადობს პოლიცია,მათ თავის დაცვის საშუალება უნდა ჰქონდეთ. წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელსო. 3 კვირაა პოლიცია ასხამს ამ სპრეის და ერთხელ შეასხეს, აიტანონ. კარგად ვიცი, რომ ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება მარტო პოლიციას აქვს, მაგრამ ის ძალა წინააღდეგობის პროპორციული უნდა იყოს, ქუჩიდან ხალხს არ უნდა იტაცებდე, სასიკვდილოდ არ უნდა სცემდე, მერე ფოტოებს არ უნდა უღებდე ნაცემს და შენს ზემდგომს არ უნდა უგზავნიდე, რომ თავი მოაწონო. აქცია არ ჩატარებულა ამ დღეებში, რომ პოლიციას ძალისთვის არ გადაემეტებინა, კანონი არ დაერღვია. პოლიცია არის მართლწესრიგისა და კანონის დამცველი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ არღვევს კანონს, მე გზას რომ ვკეტავ, მერე ნუ მამუნათებ რა, კანონი დაარღვიეო. ეგენი როგორ არიან იცით? სადამდეც გაუვათ, იქამდე გაიტანენ თავისას. ძალას თუ დაინახავენ, უკან დაიხევენ და ტაქტიკას შესცვლიან. მერე პოლიციაც არის და პოლიციაც. ვის იცავენ?სამშობლოს მოღალეტეებს? აბა, „ქართული ოცნება“ ვინ არის. თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს რომ ანაცვალებს კარიერას, დღევანდელ ხელფასს და ხალხის ცემაში აღებულ პრემიას, ის კანონს ვერ დაიცავს.იმ „ხარებას“ დაქვემდებარებაში ძალიან ბევრია ის ხალხი, ვინც სააკაშვილის რეჟიმის დროს 7 ნოემბერი და 26 მაისი გამოატარა ხალხს, იტაცებდნენ იმჟამინდელი ოპოზიციის აქტივისტებს, სცემდნენ, ზოგს ხელ–ფეხს ამტვრევდნენ და ტყეში ყრიდნენ ბედის ანაბარა. აი, ეს ხალხია ახალგაზრდებს რომ უპირისპირდება და ამათ მხარეს როგორ უნდა იყო? ბარემ ერთ ფაქტსაც გავიხსენებ და პოლიციაზე მოვრჩები საუბარს. ნახავდით კადრებს, მეტროში ჩაჰყვნენ ახალგაზრდებს პოლიციელები და ერთი ბიჭი ესკალატორზე დააგორეს. კიდევ კარგი, არ მოკვდა ან არ დასახიჩრდა. არ მესმის, რა ველური უნდა იყო, ეს რომ გააკეთო.
–თუ ეს კანონი ძალაში შევიდა, მერე რა მოხდება?
–თუ პრეზიდენტის ვეტო დასძლიეს და კანონი ძალაში შევიდა, ერთი თვის მერე შეუძლიათ მიუბრუნდნენ ამ კანონს და რა ცვლილებებიც უნდა, ის შეიტანონ. იმ აგენტსაც ჩასწერენ, რომ ამოიღეს და შესაძლოა, პირდაპირ ქვეყნის მოღალატეებად გამოაცხადონ ყველა, ვინც უცხოეთიდან დაფინანსდება. ვინც ფინანსდებოდა, არც იმათ დააკლებენ, ჯერ კანონი არ მიუღიათ და მათ უკვე ეძახიან აგენტებს. მერე, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში შეიტანენ ცვლილებებს, შეზღუდავენ გამოხატვის, სიტყვის თავისუფლებას, პროტესტის გამოხატვის ყველა საშუალებას შეძღუდავენ და ბოლოს იქამდე მოვალთ, 100 კაცი რომ გამოვიდეს და პენსიის მომატება მოითხოვის, კანონსაწინააღდეგო ქმედებად შეაფასებენ და დააჯარიმებენ. ჩვეულებრივი დიქტატურისკენ მივდივართ. ადმინისტრაციული სასჯელი დამძიმდება, იმხელა ჯარიმებს დააკისრებენ ხალხს, ბევრი ვერ გადაიხდის, სახლს გაჰყიდის, ისე გადაიხდის და წავა მერე ამ ქვეყნიდან. სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითველება ისეთი კანონდარღვევები, რომლებიც დღეს ადმინისტრაციულ კოდექსშია და ხალხს ციხეში გაუშვებენ უბრალო კანონდარღევისთვის. „ფეისბუკზე“ აუგს იტყვი, დავუშვათ, მინისტრზე, დეპუტატზე, საკრებულოს წევრზე? ეგრევე ციხეში გაგიშვებენ. ივანიშვილზე ცუდის თქმაზე, შეიძლება, სამუდამო პატიმრობა მოგისაჯონ. .აი, ეგეთ აბსურდებზე გაუშვებენ ხალხს ციხეში. ეგ არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა, მე ვიტყოდი, ორმაგი გეგმა. პროტესტანტი ხალხი ზოგი ციხეში უნდა გაუშვას, ზოგი უცხოეთში გაიქცეს, ზოგი დააშინოს და ვის გადაბირებასაც მოახერხებს, მოახერხებს. ასევე, ამით საშუალო ფენას კიდევ უფრო შეამცირებს ქვეყანაში იმ კანონის მიღების მერე. ამ არასამთავრობოებში დასაქმებული ხალხი მეტ–ნაკლებად უზრუნველყოფილია ფინანსურად და ეს არ აწყობს. ფინანსურად წელგამართული ადამიანი ტელევიზიისთვისაც იცლის და სოც–სქელებისთვისაც, ინფორმირებული ხალხი ივანიშვილისთვის, ხელისუფლებისთვის საფრთხეა, ხალხმა არ უნდა იცოდეს, რომ ქვეყანაში ცუდი ამბები ხდება, უდანაშაულო ადამიანებს რომ იჭერენ, ზოგს კლავენ, კორუფცია როა. ბოლოს გაქრება ოპოზიციური მედიის ნაწილი, რომელიც გრანტებით არსებობს და გაჩნდება ინტერნეტ ტელევიზიები, იუთუბერები მომრავლდებიან და ჯამში, ხალხს ინფორმაციაზე ხელი აღარ მიუწვდება. აღარც სიმართლის მთქმელი იქნება ქვეყანაში და აღარც ამ სიმართლის ხალხთან მიმტანი. „ფეისბუკზეც“ კი ვერ გაჭაჭანდება სიმართლე, კრიტიკული აზრი. ხალხს აცხოვრებენ იმ რეალობაში, რომელსაც ხელისუფლების პროპაგანდისტები შექმნიან და მისი ტელევიზიები გააშუქბენ. ზუსტად ისე, როგორც რუსეთშია.
პირდაპირ ვიტყვი, არც მეშინია და არაფერი. ეგ კანონი თუ მიიღეს, აქ ხალხი ერთადერთი მისიით უნდა გამოვიდეს – პირდაპირ რევოლუცია მოახდინოს.
კომენტარები