საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 496,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.
2023 წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე გადანაწილდა:
- ნიდერლანდები – 239,6 მილიონი აშშ დოლარი
- იაპონია – 63,2 მილიონი დოლარი
- აშშ – 54,7 მილიონი დოლარი
- თურქეთი – 47 მილიონი დოლარი
- რუსეთი – 28.2 მილიონი დოლარი
- მარშალის კუნძულები – 23.7 მილიონი დოლარი
- ყაზახეთი – 20 მილიონი დოლარი
- ჩინეთი – 19.9 მილიონი დოლარი
- დანია – 11.1 მილიონი დოლარი
- შვეიცარია – 10.3 მილიონი დოლარი
საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა, რამაც 226,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილას ვაჭრობის სექტორი იყო – 90,7 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილას ტრანსპორტის სექტორი 43,3 მილიონი დოლარით.
კომენტარები