პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე სკუტერით ხალხის მასაში შევარდა, პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ სულ 3 ადამიანი დააკავა, მანამდე კი ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს.
შსს-ს გუშინდელი მონაცემით იძალადეს 55 ადამიანზე და აქედან 53 მედიის წარმომადგენელია.
გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.„ძალადობრივ ქმედებებსა და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.
კომენტარები