19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმე – ვის ეკუთვნის ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც 113 ზარი განხორციელდა კონფლიქტის ორივე მხარის მონაწილეებთან.
“ფორმულანიუსის” ინფორმაციით, აღნიშნული ნომრის მფლობელი ნიკა ცერცვაძეა, ის ახალი ფიგურანტია მკვლელობის საქმეში, რომელიც გამოძიებამ მხოლოდ თვენახევრის შემდეგ გამოკითხა.
ცერცვაძე ჩიქოვანის, ნიკა ჟვანიას, ვატო მახარაძის და არჩილ გაგნიძის მეგობარია. ის, სხვა პირებთან ერთად, შაქარაშვილს გაუჩინარების მეორე დღეს მცხეთის ტერიტორიაზე ეძებდა.
ამ მომენტისთვის ბილაინის ნომერი გამორთულია. ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ტელეფონი გათიშული იქნება.
კომენტარები