“ქართული ოცნებაში” აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებას არ აპირებენ. მათი თქმით, ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ყავს და 8 მარტის შეთანხმებაში არც კონკრეტული გვარები დაფიქსირებულა.
მამუკა მდინარაძე:
“რაც შეეხება ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას, ამის გაყიდვა, ე.წ. პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობად, არის მხოლოდ პიარკამპანია, რომელიც დაიგეგმა ერთი კონკრეტული პარტიის ოფისში. თუ ვინმე ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ იმ შეხვედრაზე, რომელიმეზე, არათუ ბოლოზე, თავი დააქნიეს მაინც ან პირობა დადეს, რომ ვინმეს გაათავისუფლებენ, არის ტყუილი”
ირაკლი კობახიძე:
“არავითარი შეხება არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან პატიმრის გათავისუფლებას, მით უფრო, როცა საუბარია წინასწარ პატიმრობაზე, არის ერთადერთი სასამართლოს ფუნქცია. სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს პოლიტიკური შეთანხმებით, ვინ უნდა დატოვოს და ვინ არა პატიმრობაში”
იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი გუნდი რურუაზე ცალკე საუბრობს და არ ახსენებს ამ კონტექსტში უგულავას და ოქრუაშვილს, როგორც ჩანს, ამ ორ პოლიტიტოსზე მათ პირობაც დადეს და თავიც დააქნიეს.
კომენტარები