ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმებიდან 20 წელი შესრულდა. არ ვიცი დღეს სვეტიცხოველში ვინმეს გაახსენდა თუ არა, ეს თარიღი, მე ძალიან კარგად მახსოვს 20წლის წინანდელი პომპეზური ზეიმი სვეტიცხოველში. მახსოვს, ჩემი ენერგიის, და ცხოვრების რა ნაწილი დასჭირდა იმას, რომ სხვა რელიგიური ორგანიზაციების თანხმობა მიეღო სახელმწიფოს.
მერე მახსოვს დიდი სირცხვილი, რომლითც ყოველ ჯერზე ვიწვოდი გადაგდებულ რელიგიურ ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრისას, რადგან, მათთვის მიცემული პირობა ეკლესიამ არ შეასრულა, ასე მარტივად გადააგდო.
ზოგი მათგანი ცოცხალია და ამის დადასტურება შეუძლია. ზოგიც, სამწუხაროდ, ამ ქვეყნად უკვე აღარ არის. 20 წელია მღვდელმთავრები სარგებლობენ, და არც თუ კეთილსინდისიერად იმ სიკეთეებით, რომლის მისაღებადც თითი-თითზე არ დაუდევთ, მადას არ უჩივიან, ხელისუფლებაშიც ისეთები მოჰყავთ, სახელმწიფო მეწველი ძროხა რომ ჰგონიათ და წველითაც ერთად წველიან.
არა უშავს, არასდროს არის გვიან დაშვებული შეცდომების გამოსწორება, იმიტომ არ მიწვალია, რომ საქართველოს ეკლესია საბოლოოდ РЦП-ს ფილიალად გდაქცეულიყო .
კომენტარები