ცხოველთა დამცველი, ტასო ლოსაბერიძე წერს:
“გუშინ გავიგე რომ გორის მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორს თანამდებობიდან ხსნიან.
ჩემი პოსტებიდან კარგად გეცოდინებათ თამარ აფციაური, უკარგესი, ცხოველებზე უზომოდ შეყვარებული, ძალიან უბრალო და კეთილშობილი ქალბატონი. რომელიც ძალიან კარგად უძღვოდა იმ მძიმე საქმეს, რასაც ბევრი ვერ შევძლებდით. გაკვირვებულიც კი ვიყავი ხოლმე, საიდან შეეძლო ამდენი ცხოველის გადარჩენა.
იცით რამდენი ცხოველი ყავს ამ ადამიანს გადარჩენილი? ძალიან ბევრი. ჩვენ ერთადაც უამრავი გადაგვირჩენია. ძალიან ბევრჯერ, გამოუვალ სიტუაციაში მომაკვდავ ძაღლთან ერთად ქუჩაში რომ ვდგარვარ, მხოლოდ თამარს უთქვამს დახმარებაზე.
მე ისიც მინახავს რაც ალბათ ბევრს არა.. თავშესაფარის პატარა ლეკვებისთვის თავის სახლში რომ ბრინჯს და ფილეს ხარშავდა, მიქონდა და თავისი ხელით აჭმევდა..ისიც მინახავს როგორც უყვართ თავშესაფრში ძაღლებს და როგორ კივილით ეგებებიან და კოცნიან.
თითქმის 10 წელია თავშესაფარს მართავს და ერთი ძაღლიც კი არ დაუძინებია. მომაკვდავი სახლში წამოუყვანია და დღემდე ყავს.
უამრავჯერ მინატრია თბილისის თავშესაფარშიც მსგავსი დირექტორი, იმიტომ
რომ უბრალოდ ენით აღუწერელია მისი ცხოველებისადმი დამოკიდებულება.
ახლა ამ საოცარ ქალს ხსნიან დირექტორობიდან. რატომ? იმიტომ რომ ძაღლების დახოცვა უნდათ და ვიღაცა თავისიანს ასაქმებენ, რომელიც დარწმუნებული ვარ ამას უპრობლემოდ გააკეთებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია, მე პირობას გაძლევთ რომ თამარის მოხსნას მოყვება ძალიან დიდი ამბავი! და არ შეგარჩენთ არავინ ამის გაკეთებას! ძაღლების დახოცვის უფლებას არავინ მოგცემთ! დაფიქრდით სანამ რამეს გადაწყვიტავთ და გააკეთებთ!
თამარის მოხსნით +1 სასაკლაო გვექნება და თუ არ გინდათ მასიური ხოცვა ვიხილოთ, ხმა უნდა ამოვიღოთ ყველამ! “
კომენტარები