თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პირველკურსელები განცხადებას ავრცელებენ:
✊🇬🇪🇪🇺 “ჩვენ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტთა დიდი ნაწილი, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ და გვერდში ვუდგავართ ყველა იმ სტუდენტს, ვინც ამ წამს იბრძვის ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის. არ ვეგუებით და ვემიჯნებით ყველაფერს რაც ჩვენ გვაახლოებს რუსეთთან და გვაშორებს ევროკავშირს.
ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნებით, ვემსახურებით მას და ვთვლით, რომ ხელოვან ადამიანებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს თავისუფლების იდეასთან. ხელოვნება კი არის ცოცხალი და დამოუკიდებელი.
ჩვენ ყოველდღე ისეთ ფურცლებზე ვხატავთ, უკან რომ არ ჟონავს. ⚫️
პირობას ვდებთ, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და არავის დავუთმობთ მთავარს, გამოხატვის თავისუფლებას!
ხელს ვაწერთ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები
– თეატრის მხატვრობა
– გრაფიკა
– ფერწერაა.შ.შ”
კომენტარები