პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ – ევროსაბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და სამივე ქვეყანას გაუხსნა კარი ევროკავშირის წევრობაზე.
„სტატუსით, თუ სტატუსის გარეშე ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის პირობები, რომელიც სამივე ქვეყანას აქვს დასაკმაყოფილებელი არის მსგავსი, ამ პირობების დაკმაყოფილება ყველას მოუწევს, იმისთვის, რომ რეალური გაწევრიანების პროცესი დაიწყოს. კარგი ის არის, რომ ჩვენთვის არის უფრო ცხადი რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ გვქონდეს უპირობო კანდიდატობა. ეს არის ახლა სამივე ქვეყნის მიზანი, უპირობო კანდიდატობა ან კანდიდატობა პირობების გარეშე, რაც გახლავთ წინაპირობა შემდეგი ეტაპისთვის“
კომენტარები