მას შემდეგ, რაც ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში მისი და დათო კოდუას რომანის შესახებ ფოტოები გამოაქვეყნა, მოდელისა და ტელეწამყვანის გარშემო სკანდალი გრძელდება.
მარიამ კუკუნაშვილმა ალექსანდრა პაიჭაძის გამოქვეყნებული ფოტოების სქრინები ატვირთა “ფეისბუქის” პირად გვერდზე და მასთან დაკავშირებით საჯარო პოსტიც დაწერა.
“კოდუა შენ კი პიტალო @ლე ხარ. ქალი რომ შენს წარსულს პატივს არ სცემს და მაიმუნთან აიგივებს, მაიმუნთან ცხოვრობდიო, ბრმა იყავიო . გეუბნება, შენი შვილების დედა მაიმუნია, რომელსაც თითქმის ყოველდღე, სთორიში თუ ისე, ამ ფოტოებს ვუძღვნი, რათა შენმა შვილებმაც დაინახონ, რომ მათი დედა მაიმუნია მამა კი ისეთი პიტალო @ლე, რომელიც მარტო უნდა წეწო, პარსო და წეწო, წეწო და პარსოვო..
შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ? გულისამრევი ხარ შენ კოდუა… გულისამრევი მოძალადე ბაბულიკა @ლე. და არცერთი თავმოყვარე ქალი გამარჯობასაც არ უნდა გეუბნებოდეს არაფრის ფასად!” – დაწერა კუკუნაშვილმა დათო კოდუას მისამართით.
სტატუსის გამოქვეყნებიდან მალევე, “ინვიტრო” ცენტრის დირექტორმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მას ალექსანდრა პაიჭაძე პირად ტელეფონზე ურეკავს:
“ბოდიში ალექსანდრა, შენთვის ცუდი არ მინდა. ყველა ქალისთვის მინდა და მთელი გულით მემეტება სიყვარული, სიმშვიდე და გვერდით დასაყრდენი, ჩამოყალიბებული კაცი. ისეთი, ვინც ისე ალაგებს პირად ურთიერთობებს რომ ქალებს სახეს არ აძრობს და ფსკერის ფსკერზე არ დაჰყავს და იქ, ტალახში არ აგორავებს სახედაკარგულებს. ბოდიში, მაგრამ ვერ გიპასუხებ. ქალების ნაწილი რომ კამბალა თევზები არიან და კოდუას ყოფილი ყველაზე ამაზრზენი არსება დედამიწაზე, მაგაზე ახლა მე და შენ დიალოგი ვერ გვექნება და შეწყვიტე რეკვა. მთელი გულით გისურვებ სიკეთეს და სიყვარულს…
პ.ს. სიყვარული იავარდით მოფენილი სწორი ბილიკი არ არის. ხანდახან იცის ხოლმე გზებმა აცდენა. მაგრამ უკან უნდა დაბრუნდე და თუ ვერ დაბრუნდები ვერავინ და ვერაფერი გამოდგება ინდულგენციად. მითუმეტეს, ბავშვები არ არიან საშუალებები, ორსულობა არ არის საშუალება და თუ არის, მაგ ლოგიკით მოდით, ჯერ უკვე გაჩენილ, თავმოყვარე ბავშვებზე იფიქრეთ, რომლის დედასაც ყოველდღე მაიმუნს ადარებენ, ისე თითქოს საკმარისი არ იყოს ის, რაც სტკივათ. გსმენიათ რამე ამ ასაკის ბავშვების თვითმკვლელობაზე?”
მარიამ კუკუნაშვილს პოსტის კომენტარებში ალექსანდრა პაიჭაძემ უპასუხა და მათ შორის საკმაოდ მძიმე დიალოგი გაიმართა, სადაც ალექსანდრა მძიმე ბრალდებას უყენებს კუკუნაშვილს, ხოლო დავით კოდუას ყოფილ ცოლს საშინელ და პირუტყვ ადამიანს უწოდებს.
ალექსანდა:
ღმერთო, რა სიმდაბლეა, მარიამ, მაინტერესებს რატომ წერ ცილისმწამებლურ პოსტს. დამირეკე რა, არცერთ სიტყვაში არ გეთანხმები და უბრალოდ ამიხსენი ამას რატომ უკეთებ მართლა დათოს. მე მკიდია ჩემზე რას იფიქრებთ. არ იცით საერთოდ რეებს კადრულობს მისი მეუღლე და რას შვრება ამ ცხოვრებაში და გეხვეწებით, სანამ სასამართლოა რა ჯანდაბა გჭირთ. ერთი სქრინით შემიძლია მოვატრიალო მთელი პროცესი, მაგრამ არ ვიკადრებ ზუსტად ქალური სოლიდარობის გამო. ოჯახის ერთობაზე და სიყვარულზე, გთხოვ, ნუ ლაპარაკობთ. მე-9 თვეში ვარ ეს სტრესი, რაც მე ახლა მომაყენეთ, ენით აღუწერელია, თან ქალებმა. რომლებმაც არ იცით.
მარიამი:
კოდუა და მისი ფულები რომ არ მშურს, მაგაში მაინც ხო არ გეპარება ეჭვი. შენ შეძლებ რომ ბევრად კარგად იყო. “ორანგუტანგებთან“ გასაყოფი კაცი არაფერში გჭირდება, იქ ესპანეთში რომ დაასეირნებს შიგადაშიგ. თავად წეროს კოდუამ პოსტები თუ რა ძვირფასი ხარ. მოკლედ, მე გაფასებ, მიყვარხარ და მეტი მემეტება შენთვის და ყველა ქალისთვის. იმედია, მოვა დრო და გამიგებ.
ალექსანდრა:
მარიამ, დათო კოდუაზე კარგი ადამიანი არ არსებობს. რას ნიშნავს არ გემეტები. მეც არ მემეტება პატარა ბავშვები ორგანოების სავაჭრო ქსელში, მაგრამ გეუბნები რამეს? მაგ ქალის დახასიათება მოგწერე და ნახე აქ არ დამადებინო გთხოვ. ესპანეთს რაც შეეხება. დათომ თავისი სულგრძელობით, ყოფილ მეუღლეს ბინა შეუძინა, და არც მას მერე წაართვა, რაც იმან დაჭრა და ციხისთვის გაიმეტა… მე ვთხოვე შეენარჩუნებინა მისთვის ბინა… ხოდა ამიტომაც ურემონტებს და უვლის ბინას და უკარგესი კაცია. არ უყვართ ერთმანეთი ამდენი წელია. შენ პასუხი მოგეთხოვება ამ სტრესისთვის. ისე ცუდად ვარ. რამე რომ მომივა მარიამ კუკუნაშვლის მოკითხეთ, აზრზე რო არ არის სხვის ოჯახში რა ხდება და მე რო არაფერ შუაში არ ვარ. და ამხელა ცილისწამება და სტრესი მომაყენა დაუმსახურებლად. პირუტყვი საშინელი ადამიანის დაცვით!
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები