ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ანა კოლ–შიმშილაშვილი, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
ფოტოზე 1909 წელია.
66 ოჯახი, რომელიც სიმჭიდროვეში ცხოვრობდა იაფოში, გადაწყვიტეს იაფოს ჩრდილოეთ მხარეს გაეშალათ ფართო დასახლება.
მათ სანაპიროზე ააგროვეს სხვადასხვა ფერის ნიჟარები, თეთრზე ეწერა სახელები და ნაცრისფერზე მიწის ნაკვეთები, მოახდინეს კენჭის ყრა.
ეს კენჭისყრა მოაწყო აკივა არიე ვაისმა, არქიტექტორი, სიონისტი, ქალაქ თელ ავივის დამფუძნებელი, ფოტოგრაფმა- ავრაამ სუსკინმა კი მომენტი დააფიქსირა.
ზუსტად ერთ წელიწადში აშენდა ჩვენთვის ყველასთვის უსაყვარლესი ქუჩები:
როტშილდ, იჰუდა ჰალევ, ლილენბლუმ ჰერცელ, ეხად ჰაამ.
როტშილდის ქუჩა დაერქვა ბარონ ედმონდ ბინიამინ ჯეიმს დე როტშილდის, ცნობილი ბანკირის საპატივცემლოდ, რომელმაც უდიდესი თანხები და შემოწირულები შეიტანა ისრაელის ებრაული ქალაქების (არა თელ ავივის) გაშენებისათვის, მისი აშენებულია არაერთი სტრატეგიული ქალაქი და სოფელი დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე (მაშინ არ იყო ისრაელის სახელმწიფო, მან ააშენა ფაბრიკა -ქარხნები, პლანტაციები, სოფლები, მეურნეობები და საჩუქრად გადასცა მოსახლეობას), ამიტომ თელ ავივის მაშინდელ ცენტრალურ ქუჩას ეწოდა მისი სახელი.
მას შემდეგ შენდება და შენდება. .
ყოველი ებრაელი დებს თავის წვლილს ამ ქვეყნის აშენებაში, ისე რომ მხოლოდ ვინც აქაური ცხოვრება იცის გამიგებს, დღის სინათლეს ვერ ხედავენ, (ვხედავთ), მხოლოდ ერთი შაბათი!
მე რომ ჩამოვედი ამ ახალი თელ ავივის ავტობანიც კი არ იყო, მაშინ შენდებოდა აიალონის ავტობანი, არც შენობები ახალი.
მოსახლეობაც რაღაც 4-5 მილიონი.
დღეს მოსახლეობა
9500000 – 9 მილიონ ხუთასი ათასზე მეტია, არაბი მოსახლეობა 2 მილიონამდე აღწევს. ისრაელელი ახალგაზრდა ოჯახი აჩენს მინიმუმ სამ შვილს, 4, 5…. ისინი ქორწინდებიან გვიან, გოგოებო 30+, ვაჟებიც 30, 35,40+, მხოლოდ მაშინ როცა უკვე შემდგრები არიან მატერიალურად შედარებით, და ზედიზედ აჩენენ ბავშვებს.
აქ ვერ ნახავთ ოჯახში ერთ ბავშვს…
სულ ესაა.
აჩენენ ბავშვებს სახელმწიფოსთვის და არა თავისთვის, ყოველი მოქალაქე სამხედრო ვალდებულია იდიან ჯარში.
სახელმწიფოსთვის და არა თავისთვის, ვინაიდან ზუსტად იციან- არ იქნება ისრაელი, არ იქნება თავად!
ისევ…
ფოტოზე,
პირველი ფოტოგრაფ ავრაამ სუსკინის თელ ავივი, 1909 წელი,
შემდეგ როტშილდის ქუჩა, ხელუხლებელი შენობები და დღევანდელი თელ ავივი.
ბოლო ფოტოზე კი არქიტექტორი აკივა არიე ვაის
….
პ.ს .
1947 წელს, პალესტინაზე ბრიტანული მანდატის ამოწურვის შემდეგ, გაერომ დაამტკიცა პალესტინის ტერიტორიის გაყოფა ორ – ებრაულ და არაბულ ნაწილებად, რასაც დაეთანხმნენ ადგილობრივი ებრაელები, ხოლო უარი განაცხადეს არაბებმა. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაზეც მეზობლემა არაბულმა სახემწიფოებმა ომის დაწყებით უპასუხეს, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე, რასაც საფუძვლად ედო ადგილობრივ არაბთა მიერ ყოფილი ბრიტანეთის სამანდატო პალესტინის სრულ ტერიტორიაზე პრეტენზია. ისრაელი თავდაცვითი ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება. .ისრაელი მუდმივ საბრძოლო რეჟიმშია, მუდმივ ომებში, ტერაქტებში.
…..
ინფორმაცია განსჯისთვის!
კომენტარები