პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ორსულის ტესტის პასუხებს ელოდებიან. ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 58 პაციენტი მკურნალობს. კლინიკას ახალი პაციენტები არ დამატებია.
„არც ერთი ახალი შემთხვევა ამ ეტაპამდე ჩვენს კლინიკაში არ შემოსულა. შემოსულია რამდენიმე ორსული და ველოდებით ლუგარიდან მათ პასუხებს“, – განუცხადა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს.
მისივე ინფორმაციით, ორსულების მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„მიმდინარეობს როგორც ქალების, ისე ნაყოფების მონიტორინგი. მათ სიცოცხლესა და ნაყოფს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
კომენტარები