პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი და ასევე 65 წლის ქალი დატოვებენ.
ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 85 პაციენტი იმყოფება, მათგან 67 ინფიცირებულია.
„იცით, რომ ჩვენ გვყავდა პირველი პაციენტი კრიტიკული, 62 წლის ქალი, მისი მდგომაროება კლინიკაში შემოყვანისას იყო ტერმინალური. ქალბატონი რამდენიმე საათში ეწერება კლინიკიდან, გამოჯანმრთელებული მდგომარეობით. ასევე გვყავს ერთი გამოჯანმეთელებული შემთხვევა 65 წლის ქალბატობი, რომელიც რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას“ ,- აღნიშნა რატიანმა.
ქვეყნის მასშტაბით კი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 69-ს შეადგენს.
კომენტარები