პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. ინფორმაცია ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„27 აპრილის მონაცემებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 110 პაციენტი, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 87 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 7 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 79 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები