პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი ხუთმა პაციენტმა დაამარცხა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 99 პაციენტი, აქედან 83-ა ინფიცირებული. უარყოფითი მივიღეთ 5 განმეორებითი და ხუთივე პაციენტი დატოვებს კლინიკას, აქედან 2 არის მოზარდი 14 და 15 წლის. ასევე მინდა გითხრათ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 8 პაციენტი“, – განაცხადა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში – 5256 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარები