ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვა, პირველად დავეთანხმე დანაშაულის ჩამდენს.
დღეს წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში პირი შეიჭრა და 3 მოთხოვნა წარადგინა:
1. აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები
2. ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 %-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში.
3. ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებს თავდამსხმელი.
სამივე მოთხოვნას მხარს ვუჭერ. ცხადია, დახვეწას ითხოვს.
რა თქმა უნდა, ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ ეგებ ამის მოთხოვნებზე სახელმწიფო დაფიქრდეს და პრობლემის არსს ჩაუღრმავდეს.”
კომენტარები