აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:
„სამსახურში მივდივარ დილით ადრე. წვიმს.
რადიო ჩავრთე.
-ავდექი დილით და წავედი სკოლაში…-
მღერის ჩაკ ბერი. გავხალისდი.
-შევედი კლასში და გავშალე წიგნი,
ღმერთო, რა საშიშად მოსჩანს ეს ჩემი მასწავლებელი – აგრძელებს ჩაკი.
პირველად მოვუსმინე ყურადღებით ამ
აბდლურ ტექსტს. მერე წარმოვიდგინე ამერიკელი ინტელექტუალების კამათი ჩაკ ბერის საპროტესტო გამოსვლაზე ამერიკული განათლების სისტემის პრობლემების შესახებ. გამეცინა.
მერე ქართველი ინტელექტუალების წუხანდელი კამათი გამახსენდა ვინცხა ბაღანას საპროტესტო გამოსვლაზე ჯეიკობ ხუცესის წინააღმდეგ, სერიოზულად რომ მსჯელობდნენ ჰაგიოგრაფიის მნიშვნელობა-არმნიშვნელობაზე ქართული განათლების სისტემაში.
დავსევდიანდი ცოტათი.
-რავარც იქნა გახდა სამი საათი,
დაყარე წიგნები, გავარდი ქუჩაში –
აგრძელებს მხიარულ კიკინს ჩაკ ბერი.
-გეშველა შე გაჭივრებულო! – გავხალისდი ისევ.
-რა გინდოდა იაკობ, რას გვერჩოდი –
გამახსენდა ისევ შეწუხებული ქართველი ბაღანა.
არადა, იაკობის ბრალია რამე? ან იმ
ბაღანასი?
ნწ!“
კომენტარები