თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ თვალიაშვილის ეპიზოდზე ბრალდებული ცოტნე ჩიხლაძე დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართემ მას წარდგენილი მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ძალადობის მუხლით გადაუკვალიფიცირა. ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საქმეში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის წარმოდგენილი.
ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ორი პირი, გიორგი მაღრაძე და გიორგი წარუაშვილი, სასამართლომ დღეს დამნაშავედ ცნო. ორივე მათგანს ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეუფარდა.
ტვ. პირველი
კომენტარები