სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი, ფადი ასლის წერილს წასუხობს და წერს:
“მეზარება პასუხის მიწერა ბ ნი ფადისთვის, მაგრამ შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო! ერთი ამბავი კია. ეტყობა ბ-ნი ფადი ასლი სააკაშვილის რეჟიმის ხანაში ზედმიწევნით კარგად გრძნობდა თავს. მას დიდი მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. მაშინ გამწვანებულ და გამართულ ბიზნესს შესაბამის “თხოვნებიც” ან მოთხოვნები თან მოჰყვებოდა ხელისუფების მხრიდან.
პირველი, რაღა თქმა უნდა, იყო ციფრი, რომელსაც ბ-ნი ზურაბ ადეიშვილი შემოთვლიდა და მეორე თხოვნვა კი სავარუდოდ, იქნებოდა თანამშრომლობა გარკვეულ უწყებებთან ფინანსური მიმართულებით..(ბიზნესის სფეროში).
ვერც იმას დავიჯერებ, რომ ბ-ნი ფადი ასლი იმ ხანებში ფინანსური დარღვევების გარეშე მუშაობდა. საქართველოში, როგორც წესი, ფინანსური გადაცდომების გარეშე შეუძლებელია ბიზნესის მართვა. რაც შეეხება ბ-ნ ზ.ადეიშვილს მან ზედმიწევნით კარგად იცოდა, თუ რომელი ბიზნესი როგორ მუშაობდა, რა მოგებაზე გადიოდა და რითი სუნთქავდა. ყველა ბოროტებასთან ერთად, ერთი პლიუსი ჰქონდა ბ-ნ ზურაბს.. მან ძალზედ კარგად, შეიძლება ითქვას, შესანიშნავადაც კი იცოდა უბრალო არითმეტიკა და ამომწურავ ინფორმაციას ფლობდა მისთვის საინტერესო საქმიანობაზე.(ბიზნესზე)
ამ თქვენი წერილით ბ-ნო ფადი განა ვინმეს მიაყენეთ შეურაცხყოფა, უბრალოდ ხაზი გაუსვით თქვენს მიმართ კეთილგანწყობილ ზ.ადეიშვილს, რომელიც გაძლევდათ მუშაობის საშუალებას.თქვენ მუშაობდით ბ ნი ზურაბის მადის შესაბამისად, ანუ ციფრი, რომელიც მან ქაღალდზე დაგიწერათ და გამოგიგზავნათ დარღვევბის გარეშე ძალიან ძნელი საშოვნელი იქნებოდა. რაც შეეხება თქვენს მოლოდინს, რასაც წერილში წერთ, გარწმუნებთ, რომ არავინ აპირებს თქვენს დასჯას ან მოკვლას. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ თქვენს წერილში არავისთვის მიგიყენებიათ შეურაცხყოფა თქვენი თავის გარდა.. თუ ვინმე დაზიანდა თქვენი წერილის ხარჯზე, ეს თქვენ ბრძანდებით ბ-ნო ფადი!”
კომენტარები