ადვოკატი, ვანო პეტრიაშვილი:
“20 ივნისი – ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს პროფესიაში – 76 პატიმრის ადვოკატი ვიყავი ერთ დღეს, 10-12-14 პირის საქმეს ერთად აერთიანებდნენ მოსამართლეები და თუ დარბაზში მივაგნებდი და ვიპოვიდი ნაცემ და დასისხლიანებულ ან უბრალოდ “ხამუტით” ხელებშეკრულ დაკავებულს იმის ადვოკატი ვხდებოდი, 10 წუთში პროცესი მთავრდებოდა და სასამართლოს სარდაფში ჰყრიდნენ ჯიშიან ბიჭებს, ასეთი სასამართლოები ღამის 5 საათამდე გაგრძელდა.
მეორე დღე უარესი იყო, ვერ ვიპოვე ვერც ერთი დასაცავი, რომ საჩივარზე ხელი მომეწერინებინა, არცერთი არ იყო თბილისში, ამიტომ ხაშურიდან გამოვყევი მთელი საქართველოს იზოლატორებს და გავედი თელავამდე, მარნეულსა და წალკაშიც მოვასწარი, იზოლატორებში კიდევ უფრო მეტი დაკავებული იყო, ტევა არ იყო. მაინც ყველა მოვინახულე, ყველას ხელმოწერა ავიღე 24 საათში, ყველას უკანონო პატიმრობა გავასაჩივრე და ყველა ვიხსენით 72 საათში ციხიდან.
არ მავიწყდება, ერთი ფაქტი, თელავის იზოლატორში პატიმრებმა მთხოვეს დამეცვა პირველი ჯგუფის მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე კიდევ ერთი პატიმარი, რომელიც რუსთაველზე აივნიდან უყურებდა დაშლას, ისიც დააკავეს, ეტლით მიიყვანეს სასამართლოში, ნათია ჩუგუნიძემ 12 დღე პატიმრობა შეუფარდა და ციხეში ეტლითვე ჩააგდო.
სხვა საქმეზე პოლიციელს ვკითხე სასამართლოზე – თქვენ დააკავეთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თუ არა თქო, მიპასუხა – მე არ დამიკავებია, იდგა დაკავებული რუსთაველზე, დამკავებელმა ბრბოში დაკარგა, ვეღარ იპოვა თავისივე დაკავებული და ასე “გაუფორმებლად” ხომ არ იდგებოდა ეს კაცი, ავდექი და ოქმი შევუდგინე, წავიყვანე იზოლატორში, აბა რა მექნა, რამე ცუდი ვქენიო?! რა ჩაიდინა ეს მე არ ვიცი, არ მინახიაო, მე მხოლოდ ოქმში შევუდგინე, რადგან აპროტესტებდაო. პასუხმა გამანადგურა და ზიზღს ვეღარ ვძლიე!
მიუხედავად ამისა, მონავალერიმ ეს კაცი 14 დღით ჩააგდო ციხეში.
22 ბაინდერი ინახავს მოსამართლეთა აღვირახანილობას, სხდომების აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს.
ჯერ მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემით უნდა დავიწყოთ ამ საქმის გამოძიება.”
კომენტარები