უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, განაცხადა:
სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ მოწვევა რომ ყოფილიყო იდეალური იქნებოდა. ჩვენ გვესმის, რომ ვიღაცას ახლა ეშინია ჩვენს წევრობაზე ალიანსში ლაპარაკი, რადგან არავის სურს მსოფლიო ომის გაჩაღება. ჩვენ ცივილიზებული ხალხი ვართ და გვესმის, რომ სანამ ომი მიდის, ნატოს წევრი ვერ ვიქნებით, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი სიგნალები გაისმა. ეს იყო სიგნალები იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი იქნებოდა და ეს ნდობა პირველად ისმის. ეს არ არის დამატებითი გარანტიები და ჩვენ არა გვაქვს რეალური იურიდიული გარანტიები, მაგრამ გვაქვს ფაქტობრივი გარანტიები – ფინანსური, სანქციების სახით, თავდაცვითი. მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე გამოცხადებული უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება იქცეს პირველ იურიდიულ დოკუმენტად.
შეგახსენებთ, ნატოს ქვეყნების ლიდერები ვილნიუსში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი MAP-ის გარეშე, ასევე, შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო, რომელის პირველი სხდომაც დღეს გაიმართება, გარდა ამისა, ნატო უკრაინას მრავალწლიან დახმარებას გაუწევს.
კომენტარები