გენერალი, მამუკა ყურაშვილი. ჰააგის გადაწყვეტილებაზე და იმ უმძიმეს ბრალდებებზე საუბრობს, რომლებიც წლების მანძილზე ესმოდა, რომ თითქოს ქართული ჯარი მძინარე ქალაქებს ბომბავდა და ა.შ. და ამბობს:
საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაჟღერდა პირველად, მგონი ქალბატონი თეა იყო და გადავედით თავის დაცვის რეჟიმში… წამოვედით მაშინ და ვთქვი, რომ არც ერთ სამხედროს დანაშაული არ მიუძღვის და თუ ვინმეს რამე გინდათ, მოდით ჩემთან. მიუხედვაად იმისა, რომ მე ყველა ბრძანებას უშუალოდ გაერთიანებული შტაბის მხრიდან, ვიღებდი, პრეზიდენეტისგან, იყო პირდაპირი ბრძანება რო თმის ღერი არ უნდა ჩამოვარდნოდა სამშვიდობოებს. ვინც ყველაფერი გააკეთა რომ ეს დანაშაული არ მომხდარიყო, იმას ეძახიან კაციჭამისას. ძალიან ძნელია, ფსიქოლოგიური წნეხია, მაგრამ გულის სიღრმეში, ვიცოდი სიმართლე, ფეხით დავდიოდი ცხინვალში და იქ მე 2 000 დაღუპული არ მინახია, ვიყავი უშუალოდ შესული მელიქისის საგუშაგოზე რუსებთან, ვკითხე მათ ხომ არ ჰყავდათ დაღუპულები და დაჭრილები. ეს არის, გამარჯვებამდე რამაც მიგვიყვანა, ჩვენ ბოლო წამამდე სამშვიდობო მანდატიდან არ გავსულვართ.
რუსულმა მხარემ დაბომბა ოსური სოფელი და რუსული საგუშაგო და ეს თვითმფრინავი ჩამოაგდეს ოსებმა, პირველი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს ოსებმა.
აგორებული იყო თემა, დაღუპულები მიატოვეს ცხინვალში – ეს არის იმ ადამიანების მხრიდან აგორებული, რომლებიც არიან რეალური დეზერტირები, ფაქტის გარეშე არ ვლაპარაკობ!
ჰააგის ტრიბუნალმა ჩაქუჩი დაარტყა უკვე და თქვა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული!
კომენტარები