ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 104 პაციენტია, აქედან COVID-ინფიირებული 86 ადამიანი, ამასთან დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 17 უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ველოდებით ასევე 13 განმეორებით პასუხს და ალბათ უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი კლინიკას დატოვებს- ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტია, აქედან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია, თუმცა გუშინდელთან შედარებით, ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.
კომენტარები