21 აპრილის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 118 პაციენტი. აქედან covid-19-ით ინფიცირებულია 91 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 9 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 109 პაციენტი მოთავსებულია თერაპიულ განყოფილებაში.
გვაქვს სასიხარულო ამბავი, დღეს ჩვენი კლინიკიდან გაეწერა კიდევ 2 პაციენტი.
კომენტარები