ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ტვ პირველთან ამბობს:
“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გარეთ ყოფნას, არ ვიცი, ეს კარგი იქნება, თუ არა, მაგრამ მისი ციხეში ყოფნა, რომ ცუდია, ეს ნამდვილად ვიცი… ქვეყნისთვის… თუ შესაბამისად გასამართლდება, შესაბამისად მიესჯება, შესაბამისად მოიხდის სასჯელს, მაშინ, რა თქმა უნდა… თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი. ისინი, ვინც მიხეილ სააკაშვილამდე იყვნენ, არავინ გასამართლებულა ამ აქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი პირი იყო, თუმცა დამნაშავეები ბევრნი იყვნენ. თუ დამნაშავეა, უნდა იჯდეს ცხიეში, რად უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი, მე ვამბობ პრინციპს. პრინციპულად, პირველმა პირმა, წინა პირველი პირი, იმისათვის, რომ პირველი პირი იყო, არ უნდა ჩასვას ციხეში, იმიტომ რომ თვითონაც იგივე ბედი ელოდება მერე. ამას ვამბობ. ჩატარდეს პროცედურები, მარტო განწყობაზე და იმან ბევრი ცუდი გააკეთა, ამ ფრაზებზე ნუ იქნება დამოკიდებული სამართალი. ეს ვიგულისხმე.”
კომენტარები