„პლაქვენილი“ – ეს არის ისეთი ფარმაკოლოგიური აგენტი, რომელსაც სამიზნეზე დადებითი ეფექტი აქვს, ზოგზე კი თანხმლები ეფექტით მოქმედებს. მისი ანტივირუსული თვისებები ცნობილია და ეს გასაკვირი არაა,- ამის შესახებ კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამკურნალო პრეპარატების დიზაინისა და ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის სრულმა პროფესორმა გიორგი გეგელაშვილმა „ღამის მთავარში“ საუბრისას განაცხადა.
გეგელაშვილის თქმით, „პლაქვენილი“ არის ე.წ. ჭუჭყიანი პრეპარტი.
„ამ პრეპარატს გააჩნია ე.წ. თერაპიის ფანჯარა, რა დროსაც მისი გამოყენება ეფექტურია. ხოლო ამ ე.წ. თერაპიის ფანჯრის პოვნა რთულია, ანუ იმისთვის, რომ ეფექტურად იმოქმედოს, დროის გარკვეულ მონაკვეთში უნდა დაინიშნოს.
მნიშვნელოვანია, ნივთიერების კონცენტრაციის განსაზღვრა, რა დოზას მისცემ გარკვეული დროის მონაკვეთში. ეს ძალიან ძნელი მისაგნებია.
შვედეთში ცდიდნენ და საერთოდ თავი დაანებეს „პლაქვენილის“ გამოყენებას, მაგრამ როგორც აღვნიშნე, აქვს მეორე მხარეც.
ზოგიერთი ქვეყნის კლინიკებში როგორც ჩანს, წარმატებით იყენებენ ამ პრეპარატს, მათ შორის – საქართველოშიც.
შესაძლოა, ეს იყო ის თერაპიის ფანჯარა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იპოვეს, რაც ვერ იპოვეს შვედებმა.
ჩვენმა მეცნიერებმა და ექიმებმა, უნდა გამოაქვეყნონ სამეცნიერო ჟურნალებში დროულად, რომ ყველამ გაიგოს რა მეთოდით, რა კონცენტრაციებით გამოიყენეს ეს პრეპარატი.
რა თერაპიული ფანჯარა იყო, რომ ეს გაიგოს სამყარომ, შეფასდეს და იყოს აღიარებული თუ საჭირო იქნება შეფასდეს, როგორც ქართული მიღწევა.“
კომენტარები