ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
“დიდებული ქალაქი მარიუპოლი გმირულად დგას! პუტინის ურდოს შეტევებს დონეცკის და ლუჰანსკის მიმართულებით ჩვენები ყოჩაღად უმკლავდებიან! ლუჰანსკის მიმართულებით ჩვენებმა კონტრშეტევაც განახორციელეს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებიც აართვეს ურდოს და მძიმე ტექნიკაც კარგა მაგრად გაუნადგურეს! ხერსონში ურდო თავდაცვაშია! მალე გაირღვევა!
ყველამ იცით ალბათ უკვე, მაგრამ მაინც გეტყვით საერთაშორისო ფრონტის ამბებს:
ურდო გააგდეს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან!
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთი ყველა სახის ენერგომატარებლების შესყიდვის აკრძალვაზე! თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ შორია!
ლენდ ლიზი წინა საუკუნეშიც ფაშისტების წინააღმდეგ შემოიღეს ამერიკელებმა და მაგით მოუგეს ფაშისტებს და ახლაც იგივე პროგრამით განადგურდება ურდო!
ლავროვი მოლაპარაკებების თაობაზე რაღაცეებს ბოდავს, პოდოლიაკმა მაგას საერთოდ არ ველაპარაკებით და რას ბჟუტურობსო. პესკოვმა აღიარა მნიშვნელოვანი დანაკარგები! ერთი ათასად!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
2 ახალი “ლამასსი” მრგვალი ციფრი – 19000 ურდო და 700 ტანკი – ვიოსლამიიი, ერთი ათასად!
სიკვდილი მტერს!
“
კომენტარები