ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ინტენსიურად ვაკვირდები მოვლენებს,
ვეცნობი არაერთ სერიოზულ პუბლიკაციას
(თუ ამ სტატიებიდან უმრავლესობას შეიძლება ეწოდოს სერიოზული, არადა, სოლიდურ გამოცემებშია დაბეჭდილი).
აშკარაა, –
პოლიტიკაში დომინირებენ არადეკვატური პრიმიტიული აზროვნების გიჟები, – უარეს შემთხვევაში, – იდიოტები, ღრმად იდეოლოგიზირებულები, აკვიატებული წარმოდგენებითა და მცდარი შეხედულებებით,
ყალბი ფასეულობათა სისტემით…
პიროვნულმა უკულტურობამ და
იდეოლოგიზირებულმა წარმოდგენებმა იცის ეს!
სამყაროს ახალი ცივი ომი გარანტირებული აქვს!
სხვა ვერაფერი გადაფარავს (გადაფარავს კი?!) იმ უდიდეს პრობლემებს, რომლებიც დაცემის საფრთხეს უქმნიან სულ ახლახან აყვავებულ და განვითარებულ ქვეყნებს…
შეხედულებათა სისტემა აკნინებს მათ და არა გარე საფრთხე, რომელსაც თავადვე ქმნიან!
საუბედუროდ,
საქართველოში, პოლიტიკაში არაერთი არაადეკვატური პოლიტიკური ბრიყვია (გიჟებამდე ვერ ქაჩავენ!), თუმცა, პოლიტიკაში ბრიყვი – არანკლებ საშიშია, ვიდრე გიჟი!..
საქართველოს ”მეგობარი” ქვეყნებიდან არაერთი – ყოფილი სოცბანაკიდან, -ნამდვილად გონებადაკარგული და უპასუხისმგებლო ხალხის ხელშია და…
თავად ნახავთ, რითაც ეს ყველაფერი დასრულდება…
საქართველოს სჭირდება რისკების გაანალიზება და გონების მოხმობა…
გონება აგერ უკვე 30 წელია, ქართულ პოლიტიკაში პრაქტიკულად არ მონაწილეობს…
ვერაფერს ვხედავ ამ ჩემი მოსაზრების გამაბათილებელს…თავად ნახავთ!
ერთ-ერთ ჩვენს ”მეგობარ” ქვეყანას ჩერჩილმა უწოდა ”ევროპის გიენა”, – ”ამათი დანახვა აღარ შემიძლიაო…”
პროვოკატორების როლს სწორედ ჩემს მიერ ზემოთ დასახელებული ქვეყნები ასრულებენ…
იმედი?!
შეშლილ ბრიყვას არ სჭირდება იმედი, –
სწორედ იმიტომაც არიან შეშლილი ბრიყვი…“
კომენტარები