ამერიკელი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე მიტანილი იერიშის შემდეგ, “ქართული ოცნებისთვის“ მომდევნო სიუპრიზის მოწყობა და პოლიტიკაში ექსპრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება პარლამენტის “დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციას სურს.
როგორც “2020NEWS“-თან ფრაქციის ერთ-ერთი წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პირადად შეუწყობს ხელს.
“გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობა რატომ უნდა გამოვრიცხოთ?! ამ ადამიანთან კარგი ურთიერთობები და ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. კვირიკაშვილთან ადამიანიური სიმპათიებიი ყოველთვის გვაკავშირებდა.
ექს-პრემიერი პოლიტიკაში ბრუნდება თუ არა, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. პირადად მე კი, პოლიტიკაში მის დაბრუნებას ხელს ნამდვილად შევუწყობ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
“2020NEWS“-თან კვირიკაშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობა “დამოუკიდებელი დეპუტატების“ კიდევ ერთმა წევრმა კობა ნარჩემაშვილმაც არ გამორიცხა და განაცხადა, რომ ამ ეპატზე ექს-პრემიერს პოლიტიკაში ჩართვის სურვილი არ გააჩნია.
“ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ რადენადაც ვიცი, ამ ეტაპზე კვირიკაშვილს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი არ აქვს“, – განგვიცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
“2020NEWS“ პოლიტიკაში შესაძლო მობრუნებასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის პოზიციის გაცნობას შეეცადა, თუმცა ექს-პრემიერი მედიასთან კონტაქტზე ამ დრომდე არ გამოდის.
კომენტარები