პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
“ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ულტიმატუმი „ოცნებას“ – „თუ 12 საათამდე მოთხოვნები არ შესრულდება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას“ .
ვარლამს შემოვევლე, მეც წინააღმდეგი ვარ ნამახვანჰესის, მაგრამ პოლიტიკოსები არ გვინდაო, ხელისუფლებას არ ვებრძვითო და აბა მე მიცხადებ ულტიმატუმს ჩემიკაი?
ჩვენ უშენოდაც პარალიზებულები ვართ, თან ნამახვანჰესთან ერთად აფეთქებული საყდრისი გვაწუხებს, გელათი რო ინგრევა მაგაზეც ვდარდობთ, რუსეთს რო პასუხისგამცემი ხელისუფლების ნაცვლად ფეხქვეშგაგებული უთავმოყვარეო ხროვა @რაკს ულოკავს, არც ეგ მოგვწონს…
გავერთიანდეთ ნამახვანის მცველებო ყველა ერთად საქართველოს მცველებად და ჩემდათავად უკანდამხევის დედებზე გალობა ჩემზე იყოს!
“დაჰკივლებს სოფლის თავკაცი
მოწუწუნეებს ავადა,
ვისაც თავი აქვს არ მოგვყვეს,
დედა შაერთოს ცოლადა,
შიმშილით სული ამოხდეს,
გული გაეპოს ორადა”.
ჰა მოდიხარ ვარლამ?”
კომენტარები