პარტია “გირჩი მეტი თავისუფლება” აცხადებს, რომ ნაცემია მათი წევრი, ნიკა მოსიაშვილი, რომელიც გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. პარტიაში ამბობენ, რომ ის აქციაზე სრულიად მშვიდობიანად იდგა და უსამართლოა მისთვის წაყენებული ბრალდება:
“გუშინ ჩვენი პოლიტიკოსი ნიკა მოსიაშვილი დააკავეს.
ადვოკატის ინფორმაციით ის ნაცემია.
ნიკა მოსიაშვილს ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობას – რაც სიმართლეს არ შეესაბამება.ის სრულიად მშვიდობიანად იდგა აქციაზე!” – წერს “გირჩი მეტი თავისუფლება”.
“კი, ზურა “დუბინკებითაა” ნაცემი, დაზიანებები აქვს თავზე” – გია ჯაფარიძე
კომენტარები