გიორგი გახარია აცხადებს:
,,ათი ეუთო/ოდირი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ იდეალური არჩევნები იყო ჩატარებული, სამწუხაროდ, ეს ლაქა და კიდევ ერთი მძიმე ტვირთი „ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა აიკიდეს. მე ვთვლი, რომ როდესაც შენ შენს მოქალაქეებს ელაპარაკები და შენს მოქალაქეებთან კომუნიცირებ ეს აღქმები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეუთო/ოდირის დასკვნა, მერწმუნეთ, ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ. ეუთო/ოდირი სერიოზული ორგანიზაციაა, სერიოზული მანდატით, სერიოზული მისიით, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მე როგორ მივიღებ, ეუთო/ოდირი მე ვერ მიკარნახებს ვერასდროს იმიტომ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა ჩემი ამომრჩევლის და მოქალაქეების წინაშე“
კომენტარები