ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნინო მეტრეველი:
„პოლიტიკური დეჟავიუ მაქვს
2020 -შიც ასე არ იყო? მერე დიდი აქცია ცსკ-თან, შედეგების დამტკიცებისას, მერე პარლამენტის პირველ სხდომებისას აქციები და ქოცდეპუტატების არშეშვება, პარალელურად ,,შალიკოს ფანჩატური” და ფიცი ხელმოწერებით, არ შევალთ ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიო…
მერე ელისაშვილმა გატეხა დადებული ფიცი, მერე გირჩები კოლიდორში ჩაცუცქდნენ, მერე ცალც-ცალკე და ჯგუფებად, შალვა ნათელაშვილის გარდა, ისაო, შიგნიდან უნდა დავანგრიოთო. ისე დაანგრიეს, დღეს იგუვე გზას გადიან და გონივრული ეჭვი მაქვს ფინალიც იგივე იქნება…
რავი, ვნახოთ, მაინც….
ესე ამბავი ვიღაცეებისთვის სიამოვნებით გატარებული ოთხი წლისა კიდევ ერთხელ გავახსენე, ვისაც არ გახსოვთ მათ, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის..
და იგივეთი დავასრულებ: აი, მაშინ რომ არ შელაგებულიყავით….
ჰო, კიდევ ამ არჩევნების წინ ყველა ეთერი ჰო დაგვიხურეს ლეიბორისტებს (ყველა პოლიტიკური სიკეთე რომ პარლამენტში არშესვლით დავკარგეთ), კიდე ხმებს ავრცელებდნენ, მაგათ ხმა არ მისცეთ, ბარიერს ვერ გადალახავენ და დაკარგულია, აგერ, ჩვენ დავიცავთ თქვენს ხმებს, ვერ გააყალბებენო….
ჰო გადალახეთ, ჰოდა, აწი თქვენმა მარიფათმა იცის . (ჩვენ ხალხში ვდგევართ, აქციებზე)
დანარჩენს, რა გონივრული ეჭვებიც მაქვს, არ დავწერ, ბოღმიანი და პესიმისტი რომ არ მეძახოთ…“
კომენტარები