იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი:
“თუ საკუთარი ხალხის ბედი არ გაღელვებს, ყველაფრის მკადრებელი ხარ პოლიტიკურად. ეს იმ პოლიტიკოსების გასაგონად, რომ ვითომ ეს არის პოლიტიკური მოსყიდვა. საუბარი საარჩევნო მოსყიდვასთან დაკავშირებით არის აბსურდი…
ჩვენ ვიმყოფებით კრიზისულ სიტუაციაში. ქართული ოცნების გუნდი, არის ის გუნდი, რომელიც მზად არის კრიზისულ სიტუაციებში – ეს უკვე დადასტურდა და ამას უკვე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მიეცა შეფასება, გუნდი, რომელიც გადაეფარა საზოგადოებას ფარივით წინ, რომ მათ არ მიეღოთ დარტყმა. ჩვენ გადავეფარეთ ფარად და ეს არის პასუხისმგებლობის მქონე ძალის უპირველესი მოვალეობა”
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დოკუმენტების არასრულად წარმდგენი თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას აიღებენ.
კომენტარები