პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერი გია ვოლსკი დიალოგთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს
რომ ვამბობთ 100/50- ზე, ეს არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესი, ეს არის საზოგადოების, ქვეყნის ინტერესი, რათა შეძლოს გამარჯვებულმა მთავრობამ ჩამოაყალიბოს მთავრობა და ქვეყანა არ ჩააგდოს სტრესში, საითაც მიისწრაფვის ის საზოგადოება, რომელმაც თავს გაერთიანებული ოპოზიცია უწოდა.
თუ გონივრულ წინადადებას მოვისმენთ ნებისმიერი წყაროდან, განსახილველია, გონივრული მოსაზრებები საინტერესო იქნება ნებისმიერი პოზიციიდან თუკი მოვისმენთ.
ისინი თვლიან, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი, ვინც აწამა, დახოცა და დახოცილი ადამიანები მაღაზიის თავზე შემოაგდო. თვლიან, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეიძლება წაიღოს 50 მილიონი. ჩვენ არ ვთვლით ასე“
კომენტარები