ბანკის ძარცვის საქმე თავდაყირა დგება – პოლიცია 50 წლის ქალს ეძებს, რომლიც შესაძლოა, გრიგოლ ნარსიას თანამზრახველია. ქალის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო ოპერაცია გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
“ტვ პირველისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალმა, სახელად ეკამ სოფელი ბანოჯა მას შემდეგ დატოვა, რაც შეიარაღებული თავდამსხმელი პოლიციამ აიყვანა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეკა გრიგოლ ნარსიასთან ერთად ცხოვრობდა, სახლი კი სპეცოპერაციის დასრულებიდან მალევე, ჩემოდნებით დატოვა.
თავად ბრალდებული ნარსია კი წინასწარი დაკავების იზოლატორშია, გრიგოლ ნარსია ირწმუნება, რომ სასტიკად არის ნაცემი და პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.
ტვ. პირველი
კომენტარები