“გირჩის” წევრის, ნინა საჯაიას განცხადებით, კვირას, როცა პოლიცია ზურა ჯაფარიძის მიერ გახსნილს ბარში შევიდა, მათ ერთ-ერთ მხარდამჭერს, ქეთი კალაძეს თვალი დაუზიანა:
“კვირას, საღამოს, ჯაფარას ბარში როცა შემოვიდა პოლიცია, ხალხი გაყარედ და ბარი დალუქეს, ეს არ იკმარეს და ჩვენს ერთერთ მხარდამჭერს, ქეთი კალაძეს რომელსაც პუფში ეძინა, პოლიციამ იდაყვით თვალი დაუზიანა (გამოფხიზლების მიზნით თვალში ჩაარტყა იდაყვი).
ქეთი გადაყვანილია საავადმყოფოში, მხედველობა ფაქტიურად დაუქვეითდა და აქვს საშინელი ტკივილები. სავარაუდოდ ბადურა აქვს დაზიანებული.
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ქვეყანაში ეს ყველაფერი და რამდენი მაკო გომური უნდა ვაპატიოთ ამ ზონდერებს”
მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ ბარში კამერები არაა პოლიციელის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
კომენტარები