თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების სასამართლო სხდომა გაიმართა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციი, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დავით კაკულიამ პოლიცია იარაღის ჩადებაში დაადანაშაულა და თქვა:
“იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს, ეს ცნობილი პრაქტიკაა საქართველოში. ჩემმა ძმამაც დაინახა ეს ყველაფერი. ბინის ჩხრეკას ასევე ესწრებოდა ბინის მესაკუთრეც, რომელსაც გავუმახვილეთ ყურადღება, რომ „იარაღები ჩაგვიდეს”, თავადაც ხედავდა ყველაფერს”
ძმები, გურამ და დავით კაკულიები მაისში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები