დმანისის მუნიციპალიტეტში ამ წუთებში პოლიციამ დამატებითი ძალები შეიყვანა – ვითარება კვლავ დაძაბულია. ადგილობრივებმა ქალაქის ცენტრში პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, ისინი დაკავებულების გამოშვებას მოითხოვენ.
ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლის პოლიციის უფროსმა თქვა, რომ ადგილზე ვითარება განმუხტულია, თუმცა, რეალურად, მაინც დადგა იმის საჭიროება, რომ დამატებითი საპოლიციო ძალები ყოფილიყო ადგილზე შეყვანილი.
კომენტარები