თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ მეზობლები პირველ კომენტარებს აკეთებენ. ზოზიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ 19 წლის ბიჭმა, რომელსაც მძინარე დედისა და ბებიის ნაჯახით მკვლელობას ედავებიან, პოლიცია თავად გამოიძახა.
“სამი ადამიანი ცხოვრობდა სახლში, დედა, ბებია და თვითონ. პოლიციაში თავად დაურეკავს”, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
მისი თქმით, საცხოვრებელ სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, ოჯახი 7 წლის წინ გადმოვიდა.
როგორც ირკვევა, საცხოვრებელი ოჯახს დროებით საკუთრებაში ამერიკაში მცხოვრებმა პირმა მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 19 წლის ბიჭმა დედა და ბებია მოკლა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია – 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა – 1974 წელს დაბადებული თ.ზ., მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.
კომენტარები