ვაგიფ აკბეროვი, მუსლიმთა შეიხი, ტვ პირველთან ამბობს:
“ჩემ სვან ძმებს მივმართავ, ძმებო, ეს დაპირისპირება მარტო პუტინის მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს ხელოვნურია… ჩემი შეიხობის დროს, ვმუშაობდით დმანისში ინტესიურად, რომ არ ყოფილი ეთნიკური დაპირისპირების კერა. ყოველ წელს იყო კონფლიქტი, ზოგჯერ მსხვერპლით მთავრდებოდა. პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირებთან ერთად ჩავდიოდით დმანისში. ჩვენი პირველი ამოცანა იყო დმანისი. თევზის დაჭერაზე, მიწაზე იყო ხოლმე კონფლიქტი. ვფიქრობ, დავით გარეჯის აჟიოტაჟი რომ ვერ გაუმართლდა ხელისუფლებას, ახლა ხდება ეს სხვა. ეს დაგეგმილია, რომ აზერბაიჯანელ და ქართველ მოსახლეობას შორის რაღაც მოხდეს.
ქვეყანა, როგორც სახელმწიფო იშლება, ან უკვე დაშლილია. არც ერთი ინსტიტუტი არ მუშაობს, ერთი კაცი დასდევს ას კაცს, პირდაპირ ეთერში ვხედავთ. მინისტრი თუ მანდ არის, მანდ უკვე წესრიგი უნდა იყოს, შსს-ს მინისტრია. თითქოს შსს არაფერს აკეთებს, გუშინდელი დღიდან. ანდა, საერთოდ, კომპეტენტური არ არის. მეხანძრეებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სპეცრაზმი რომ ვნახე, მეხანძრეები მეგონა ისინი.
მელიას დასაჭერად 3000 სპეცრაზმელი იყო მიყვანილი, დმანისში სისხლისღვრაა პოლიციელები კი იმალებიან.
რა არის ეს? რომელ სახელმწიფოში ხდება ეს? შეიძლება ჩაწყობილიც არის. სოზარ სუბარს დიდი ხანია ვიცნობ, დღეს გამოვიდა და შეურაცხმყოფელი რამე თქვა. სოზარ სუბარი იყო ომბუდსმენი და საქმის კურსშია, არ იცის, რა ხდება დმანისში? დღეს განაცხადა 1 წუთიანი კონფლიქტი იყოო… არჩილ თალაკვაძემაც იგივე თქვა, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან, არ მუშაობს სახელმწიფო…
ძალიან მიკვირს მუსლიმთა ე.წ. სამმართველოს, ჭამენ და სვამენ, არაფერს შვრებიან. იციან დმანისის გზა? ყოფილან ერთხელ მაინც? რეინტეგრაციის სამინისტრო მგონი განადგურებულია, ვინ არის რეინტეგრაციის მინისტრი, რას მოღვაწეობს, ვიცით?
სანამ ივანიშვილია ეს დაპირისპირება წავა, იმიტომ რომ ბევრი იძახის, ამიერკავკასიაში უნდა იყოს კონფლიქტები…”
კომენტარები