სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ისეთი ეკიპირება გამოიყენა, რაც მის არსენალში არ შედის.
სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი:
“პოლიციელის ფორმაში გადაცმული ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო, იყენებდნენ ისეთ არსენალს, რომელიც მათ ეკიპირებაში არ შედის, ანუ ,,ოცნების” ზონდერფორმირებად იქცა ქართული პოლიცია. ეს არის სამწუხარო და სავალალო თვითონ პოლიციისთვის., რომელიც სინამდვილეში ეროვნულ უსაფრთხოებას უნდა იცავდეს”
დეპუტატი, სალომე სამადაშვილი:
“არ გამოვრიცხავ იმას, რომ მსგავსი მეთოდებით ხელისუფლება ცდილობს, არეულობა შეიტანოს აქციებში. ჩვენ ვნახეთ, რომ მრავალრიცხოვანი აქციების პარალელურად ხელისუფლებამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც პირდაპირ იყო პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, ოპოზიციას მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან ეს ხელისუფლება უკან არ დაიხევს”
,,ტვ პირველის” ინფორმაციით, გუშინ პოლიციის მოქმედებებს ხელმძღვანელობდა შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, მოადგილე, შალვა ბედოიძე.

წყარო – ტვ პირველი
კომენტარები