ენმ-ს ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ფეისბუქზე” წერს, რომ ტაძრებთან და ტაძრებში რიგითი პოლიციელების მობილიზება მცდარი გადაწყვეტილებაა, რადგან მათი დაინფიცირება მეწყვილეებისა და მთელი განყოფილების რისკ-ჯგუფში გადაყვანას ნიშნავს.
“როგორც ჩანს, რიგითი პოლიციელების გადანაწილება უნდათ ტაძრებთან და ტაძრებში.
დაუშვებლია მთელი პოლიციის ტაძრებში განთავსება. მათი დაინფიცირება ნიშნავს მეწყვილეების და მთელი პოლიციის განყოფილებების რისკში გადაყვანას.
პოლიციის დიდი ნაწილის კარანტინში გადასვლა ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს”, – წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, საპატრიარქოსა და ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, დიდ ტაძრებში სააღდგომო წირვა-ლოცვა ჩვეულებრივად ჩატარდება, აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა, რასაც პოლიცია გააკონტროლებს. მრევლი ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე (21:00-დე) მივა, ხოლო ეკლესიებს დილის 6 საათის შემდეგ დატოვებს. მცირე ტაძრებში ღვთისმსახურებას სასულიერი პირები მრტევლის გარეშე ჩაატარებს.
კომენტარები