თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ჩხუბში საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა და იმის მიუხედავად, რომ ფაქტი პოლიციის შენობის წინ მოხდა მათ ხმა არ გაუგიათ.
„დანით იყო და ყველას ეშინოდა წართმევა ისე იქნევდა. როგორც გავიგეთ, პოლიცია გვიან მოვიდა. პოლიციელებმა ხმა ვერ გავიგეთო და იქედან დაურეკავთ. საკმაოდ ბევრი მონაწილეობდა ჩხუბში”
რომელი საუკუნეა, რომ ხმის გაგებაზე და გადაძახებაზე იყოს დამოკიდებული ადამიანის ბედი, ყველა პოლიციის შენობის წინ აყენია ვიდეო კამერა, რომლის მონიტორინგიც 24 საათის მანძილზე უნდა ხდებოდეს და თუ ეს კამერა არ მუშაობს, გადავიდეთ ძველ წესზე და კართან დავაყენოთ დარაჯი!
ბევრი ადამიანი ერთად ჩხუბობს, ჩოჩქოლია პოლიციის შენობის წინ და ხმა ვერ გავიგეთო, ხმაო! – აუუუუ, პოლიცია, აუუუუ. ახლა ისმის? გომელაური, ისმის?
არ გესმით და ვერც ხედავთ – რას აკეთებთ, აბა? ბიჭი მოკლეს პოლიციის შენობის წინ!
ჯერ საერთოდ, იმას თუ ხვდებით, პოლიციის შენობის წინ დაწყებული ჩხუბი და დანების ფრიალი რას ნიშნავს? – ეს ნიშნავს რომ ჩამონგრეულია შსს, აღარ არსებობს, არც ნდობა აღარ აქვს მისი ვინმემს, არც იმედი და არც შიში!
აუუუ, გომელაური, ყანაში ხარ თუ ტყეში, როგორ გადმოგძახოთ? რაციას მაინც ატარებ? როგორ გამოვიდეთ კავშირზე?
ალია
კომენტარები