“პოლიციელებო, სპეცრაზმელებო, ჯარისკაცებო – ამ ქალმა შვილის საფლავი მიატოვა, რადგან დედობამდე ჯერ ქართველი იყო და ახლაც, უდიდესი ქართველია… თავისი პირადი ტრაგედია სახელმწიფოზე წინ არ დაუყენებია და იცით რატომ? მისი და ბევრი ქართველის ძაძების მიღმა საქართველოს კვლავ ეარსება… ამას სახელმწიფოებრივად აზროვნება ჰქვია, დედისგან კი ნამდვილად გმირობაა… ქალმა ერთადერთი შვილის საფლავზე უარი თქვენს გამოც თქვა…
და ახლა, თქვენ რას ვერ ელევით? 95.6 რუბლიან ინვენტარს? დროა, დაყაროთ იარაღი და იმ ხალხის გვერდით დადგეთ, ვისაც კი არ უნდა არბევდეთ, უნდა ემსახურებოდეთ.
ნუ დარჩებით პუტინის მილიციად, შპს შსს-დ, ოლიგარქის ზონდერებად!
ეს ერთი ქალი გწონით სრულიად სტრუქტურებს! გააკეთეთ არჩევანი და “ცენა” აიწიეთ! თორემ რჩება დამარბევლებო თქვენი სახელ-გვარები იმ 76+1 რუსებთან ერთად, ვინც რუსული კანონი მიიღო და ვინც წუხელვე აღასრულეთ!
კომენტარები