“ევროპელი სოციალისტების” ლიდერს, დავით ზილფიმიანს სურს, რომ საპატრულო პოლიციის მანქანებს “თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა” ეწეროს.
“ნიუ იორკის პატრულის დევიზია CPR – Courtesy, Professionalism და Respect. ეს წარწერა თუ იქნება ჩვენ საპატრულო მანქანზებზეც კაი იქნება. ქართულად იქნებოდა “თი პი პი” ანუ თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში უსმენენ.
კომენტარები