74 წლის პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა აღიარა 13 მკვლელობა…
ჯოსეფ ჯეიმს დიანჯელო, რომელიც ცნობილია, როგორც “გოლდენ სთეითის ქილერი”, 1970- იანი წლებში ატერორებდა საკრამენტოს რეგიონის მაცხოვრებლებს – აუპატიურებდა და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე, შემდეგ კი კლავდა მათ, მომხდარ ფაქტებს კი იგი ათწლეულების განმავლობაში მალავდა და სამართალდამცავ უწყებებს კვალს ურევდა.
ორშაბათს სასამართლო პროცესზე საკრამენტოს საოლქო პროკურორმა სინ ჰომ განაცხადა, რომ დიანჯელომ დაკავების შემდეგ მის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობები არაკონტროლირებად შინაგან ძალას დააბრალა.
„მე არ მინდოდა ამის გაკეთება, უხილავი ძალა მაიძულებდა რომ ეს დანაშაულები ჩამედინა, თუმცა დიახ, მე გავაკეთე ყველაფერი- მე დავუნგრიე მათ სიცოცხლე, ახლა კი ამის გამო ფასი უნდა გადავიხადო“
პროკურორის თქმით, დიანჯელოს მიერ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები და სისასტიკე უბრალოდ შემაძრწუნებელია- „ყოველ ჯერზე იგი მშვიდად და აუღევლებლად მოქმედებდა ღამის საათებში“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედის მიერ დანაშაულების აღიარება მოხდა სამართალდამცავებთან ე.წ შეთანხმებით, რომლის თანახმადაც დიანჯელოს „სიკვდილით დასჯა“ არ ემუქრება, თუმცა მთელ დარჩენილ ცხოვრებას იგი ციხეში გაატარებს.
მკვლელი 2018 წელს დააპატიმრეს სამართალდამცავებმა- გამომძიებლებმა დნმ-ის ტესტი გამოიყენეს, რათა პოპულარული გენალოგიის საიტის მეშვეობით დაედგინათ წარსულში ჩადენილ რამდენიმე მკვლელობასთან მისი კვალი.
ვიეტნამის ომის ვეტერანი და რამდენიმე შვილიშვილის ბაბუა, არც კი იმყოფებოდა სამართალდამცავთა ე.წ დამნაშავის საძიებო რადარზე მანამ, სანამ დნმ-ი არ გამოიყენეს გენეალოგიის მონაცემთა ბაზაში გარდაცვლილთა შორეული ნათესავების მოსაძებნად, საბოლოოდ კი დეტექტივები გამოძიებამ დიანჯელოსკენ მიიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები მას კვალში ედგნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მალულად აგროვებდნენ დნმ-ის ნიმუშებს მკვლელის მანქანიდან და მის მიერ გამოყენებული და ნაგავში გადაგდებული ქაღალდის ცხვირსახოცებიდან.
დიანჯელო 1973 წელს გახდა პოლიციის ოფიცერი, სწორედ ამ წელს ჩაიდინა მან პირველი მკვლელობა.
ნიუპოსტი
კომენტარები